ტრამპი: უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაში ტერიტორიების გაცვლაა მოსალოდნელი
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კიევს როგორც ტერიტორიულ დათმობებს, ასევე უკრაინის ნაწილების რუსეთისთვის დაბრუნებას სთავაზობს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ Clash Report-ი წერს.
„თქვენ ხედავთ ტერიტორიას, რომლისთვისაც სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა, სადაც ბევრი რუსი და უკრაინელი დაიღუპა. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ, სინამდვილეში კი გვინდა ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება და მათი გაცვლა. ეს რთულია. ეს ასე მარტივი არ არის. ეს ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ შეცვლას, გარკვეული ცვლილებების შეტანას. ტერიტორიების გაცვლა ორივე მხარისთვის ორმხრივი სარგებლისთვის მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მან თქვა, რომ პუტინს „ძალიან მალე“ შეხვდება.