ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის მშვიდობის, ერთიანობისა და კეთილდღეობის გზით, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს ეროვნული დროშა დაშვებულია დღეს ჩვენი გმირების ხსოვნისთვის, რომლებიც დავკარგეთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სრულმასშტაბური სამხედრო აგრესიის დროს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის მშვიდობის, ერთიანობისა და კეთილდღეობის გზით!“ – აღნიშნა ტალიაშვილმა პლატფორმა X-ზე.