დიღმის მასივში სპორტული მოედანი შენდება

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, მეხუთე კვარტალის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან მულტიფუნქციურ სპორტულ მოედანს აშენებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგეობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე 54 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, სპორტული მოედნის მშენებლობა გადაწყდა.

მოედანი მულტიფუნქციურია და სპორტის სხვადასხვა სახეობაზე იქნება გათვლილი.

სპორტული მოედნის მშენებლობისთვის 295 000 ლარია გათვალისწინებული. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები