საბერძნეთში, პელოპონესის კუნძულზე, მესენიის რეგიონში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი 23 კმ-ს სიღრმეზე მდებარეობდა.
დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე საშუალო იყო, რეგიონში ფართოდ იგრძნობოდა.