ზაქარია წიკლაური: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში შევძლებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ თბილისში

,,თბილისი უნდა გავხადოთ ბევრად უფრო ლამაზი და მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის”,- ამის შესახებ „ქართულმა ოცნების” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაქარია წიკლაურმა განაცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში შევძლებთ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ თბილისში. თბილისი უნდა გავხადოთ ბევრად უფრო ლამაზი და მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა წიკლაურმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი გუშინ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები