ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ საერთაშორისო საბავშვო და თოჯინური სპექტაკლების მე-14 საერთაშორისო ფესტივალზე მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გრანპრი აიღო

ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ბიტოლაში გამართულ საერთაშორისო საბავშვო და თოჯინური სპექტაკლების მე-14 საერთაშორისო ფესტივალზე ICTF Bitolino 2025 ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გრანპრი აიღო.
„ფესტივალ-კონკურსზე მოზარდ მაყურებელთა თეატრს გრანპრი გადაეცა რეჟისორების – დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას სპექტაკლისთვის „რწყილი და ჭიანჭველა“.
სპექტაკლს საქართველოში მიღებული აქვს შალვა დადიანის სახელობის პრემია.
საქართველოს კულტურის სამინისტრო ულოცავს მოზარდ მაყურებელთა თეატრს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები