აშშ-მა ინფორმაციისთვის, რომელიც ნიკოლას მადუროს დაკავებას შეუწყობს ხელს, ფულადი ჯილდო გააორმაგა

აშშ-ის ხელისუფლებამ გააორმაგა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელას პრეზიდენტად წოდებული დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ პლატფორმა X-ზე განაცხადა.

„იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტები 50 მილიონი დოლარის ჯილდოს აწესებენ ნიკოლას მადუროს დაპატიმრებამდე მიმავალი ინფორმაციისთვის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნარკოდილერია და საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, – წერს პამელა ბონდი.

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილ პინტომ, ორმაგ ჯილდოს „სავალალო“, აშშ-ის განცხადებებს კი „პოლიტიკური პროპაგანდა“ უწოდა.

აღსანიშნავია , რომ წინა ჯილდო 25 მილიონი დოლარის ოდენობით იანვარში იყო დაწესებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები