გიზო ვასაძე: საბურთალოს გამგეობამ, წლის დასაწყისიდან დღემდე, 3 460 466 ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დიდი დიღომის III მიკრორაიონში, N14 და N15 კორპუსების მიმდებარედ. ასფალტის საფარი უკვე დაიგო N1, N3, N5, N6, N15 და N17 კორპუსების მიმდებარედ.

ჯამში, აღნიშნულ მისამართებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 8 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

მოსახლეობასთან საუბრისას, მან ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მოწესრიგებული შიდა გზები უფრო კომფორტულს გახდის საცხოვრებელ გარემოს.

„ინფრასტრუქტურული პროექტები საბურთალოს გამგეობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება არა მხოლოდ გადაადგილებას ხდის უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს, არამედ მთლიანად საცხოვრებელ გარემოსაც აუმჯობესებს. წლის დასაწყისიდან დღემდე, რაიონში უკვე მოწესრიგდა 47 869 კვ.მ ფართობის ტერიტორია, რისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 460 466 ლარი დაიხარჯა“, – აღნიშნა გიზო ვასაძემ მიმდინარე პროექტის დათვალიერებისას.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები