ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით,
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება თბილისისთვის ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.
„მე უკვე მეორედ მივიღე ეს გამოწვევა. ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დარჩენილი, რომელსაც აუცილებლად ჩვენს მოსახლეობასთან ერთად განვახორციელებთ ამ ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ჩიკვილაძემ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი გუშინ წარადგინა.