სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ბრისტოლში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის წარმომადგენელთან, ლორდ ლეიტენანტ ფიჩის გოლდინგთან (Peaches Golding OBE) და ბრისტოლის გილდიის (Guild of Guardians) წევრებთან, ქალაქის შერიფთან – ჯონ მენლისთან, ბრისტოლის ქალაქის საბჭოში კულტურის სფეროს ხელმძღვანელთან, ჯონ ფინჩთან (Jon Finch) და ბრისტოლში ტურიზმის განვითარების ორგანიზაციის Destination Bristol-ის დირექტორთან, ჯონ ჰირსტთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები, ასევე, დაძმობილებულ ქალაქებს თბილისსა და ბრისტოლს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები