ალექსანდრე თვალჭრელიძე: ძალიან მინდა კოალიციური მთავრობა, თუმცა, ამის ალბათობა ძალიან მცირეა

ოთხ დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. შეძლებს თუ არა მმართველი ძალა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას და რისი იმედი შეიძლება, ჰქონდეს ოპოზიციას. ამ საკითხზე „კვირა“ პოლიტოლოგ ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ის მონაცემებით, მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 55 პროცენტს აიღებს. „ოცნების“ მთავარ კონკურენტად ისევ ,,ნაციონალური მოძრაობა,, სახელდება, რომელსაც, კვლევის თანახმად, 22 %-იანი მხარდაჭერა აქვს. ენდობით ამ მონაცემებს?

დიახ, ვენდობი. თუმცა, ვფიქრობ, რეალობა ცოტა განსხვავებული იქნება. გარკვეული ცდომილილების შესაძლებლობას, როგორც ცნობილია, თავად კვლევის ავტორებიც უშვებენ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კვლევა არჩევნებამდე თითქმის 12 დღით ადრე ჩატარდა და კორექტივები საბოლოო შედეგში შესაძლოა, არევნებამდე დარჩენილ დროშიც შევიდეს. როგორც წესი, ამომრჩეველი საქართველოში მხარს იმას აძლევს, ვინც ძლიერი ჰგონია. დღეს არსებობს ორი რეალური კონკურენტი, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა”. ,,ნაციონალურ მოძრაობას,, აქვს თვისი ნიშა, ანუ, დაახლოებით, 15 %-იანი მხარდამჭერი. თუ ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იქნება, ეს მხარდაჭერა შესაძლოა, 20 %-საც უმნიშვნელოდ გადაცდეს.

ანუ თქვენ ფიქრობთ, ,,ოცნება,, იმდენ ხმას აიღებს, რომ მთავრობის დაკომპლექტებას დამოუკიდებლად შეძლებს?

დიახ, ასე ვფიქრობ. ძალიან მინდა და ქართული დემოკრატიისათვისაც კარგი იქნებოდა, რომ ,,ოცნებას,, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პატარა პარტიებთან კოალაცია დასჭირდეს, თუმცა, ამის ალბათობა ძალიან მცირეა. სადღაც 80-85 %-იანი ალბათობით, დარწმუნებული ვარ, რომ ,,ოცნებას,, კოალიაცია არ დასჭირდება.

თქვენი პროგნოზი როგორია, რა არის ის მინიმუმი, რამდენი ხმის აღებასაც „ოცნება“ შეძლებს?

ვფიქრობ, მინიმუმ 47 %-იანი მხარდაჭერა ,,ოცნებას,, გარანტირებული აქვს.

მაჟორიტარებზე რას იტყვით, აქ რა შანსი აქვს ხელისუფლებას და, შესაბამისად, ოპოზიციას?

ვფიქრობ, მინიმუმ 25 მანდატს ,,ოცნება,, წაიღებს.

არჩევნების ლეგიტიმურობა თუ შეიძლება, დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ?

ალბათ, იქნება მოწოდებები და განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა, არ მგონია, ,,ოცნებას,, ამის აუცილებლობა ჰქონდეს. თავის დროზე არჩევნების გაყალბების გოსმაისტერმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ მაქსიმუმ რისი გაკეთებაც შეიძლება, ეს არის 6 %. მე არ ვფიქრობ, რომ ,,ოცნებას,, აქვს ამის რესურსი, ტექნოლოგია და, რაც მთავარია, საჭიროება. როგორც ვიცით, აქამდე რაც არჩევნებიც ჩაატარა „ოცნებამ“, არცერთის ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციას კი ჰქონდა ამის მცდელობა, თუმცა, 800 ათასით მეტი ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში და ამ მასშტაბის გაყალბება წარმოუდგენელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები