ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4-5 კორპუსების მიმდებარედ სკვერი განაახლეს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4-5 კორპუსების მიმდებარედ, ცენტრალურ ზოლში სკვერი განახლდა.

სამუშაოების შედეგად, 4 200-მდე კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო სივრცეები კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყო განათების ქსელი, ბილიკები, დაიგო კენჭის ხალიჩის, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში დაირგო სხვადასხვა სახის ბუჩქები, ყვავილები და ბალახი.

გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე მოეწყო ფიტნეს ზონა. გადახურულ სივრცეში რბილ საფარზე 8 ახალი დიზაინის სავარჯიშო ტრენაჟორია დამონტაჟებული. ტრენაჟორებს აქვს სიმძლავრის დარეგულირების ფუნქცია, ასევე, USB-პორტი.

სკვერის განახლების დასრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – დავით კვინიკაძე გაეცნო.

აღნიშნული დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 309 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები