თამთა მეგრელიშვილი: პროპაგანდისტულ მედიებს მოღალატეობრივ კითხვებზე მდინარაძემ და კობახიძემ ჩვეული მაღალი პოლიტიკური ეთიკით, არგუმენტირებული პასუხები გასცეს – ეს პასუხები ტელერუპორებისათვის არასასურველი აღმოჩნდა და მორიგი წაგებული რაუნდის გადაფარვა სცადეს
პროპაგანდისტულ მედიებს საგანგებოდ მომზადებულ შინაარსობრივად მოღალატეობრივ კითხვებზე მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ ჩვეული მოთმინებითა და მაღალი პოლიტიკური ეთიკით, არგუმენტირებული პასუხები გასცეს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ლიდერების პასუხები, ოპოზიციური მედიისთვის არასასურველი აღმოჩნდა და მათ საუბრის შინაარსის ცვლილებით მათთან წაგებული მორიგი რაუნდის გადაფარვა სცადეს.
„პროპაგანდისტულ მედიებს საგანგებოდ მომზადებულ შინაარსობრივად მოღალატეობრივ კითხვებზე მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ ჩვეული მოთმინებითა და მაღალი პოლიტიკური ეთიკით, არგუმენტირებული პასუხები გასცეს.
რა თქმა უნდა, მათი ეს პასუხები ტელერუპორებისათვის არასასურველი აღმოჩნდა და მათ მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის საუბრის შინაარსის ცვლილებით მათთან წაგებული მორიგი რაუნდის გადაფარვა სცადეს.
ისინი არ დაინტერესებულან ამ ორი პოლიტიკოსის საუბრის შინაარსით ომზე, გამოძიებაზე, კანდიდატებზე.
მათთვის ჩვეული ჟურნალისტური მანერით შეგნებულად მოხდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული კომენტარის შინაარსის დაჭრა.
მაგალითად მამუკა მდინარაძის კომენტარიდან ამოიღეს ფრაზა – „რიჟვაძე ჩემი უახლოესი მეგობარი არ არის“.
ამაზე ააგეს ნარატივი, რომ მამუკა მდინარაძემ მეგობრობა არ იცის და ასე შემდეგ.
იგივე ჟურნალისტური ხელწერით იმოქმედეს ირაკლი კობახიძის კომენტარის შემთხვევაშიც.
ირაკლი კობახიძემ მოღალატეობრივი შინაარსით მათ მიერ დასმული ყველა კითხვა არგუმენტირებული პასუხებით ჩაანაცვლა, მაგრამ მათ ამის გადასაფარად
ზახაროვას სიტყვები აიღეს და თქვეს, რომ ისიც და ირაკლი კობახიძეც ერთი და იგივეს ამბობს.
მათი ამ ლოგიკით გამოდის რომ თუ პუტინი იტყვის, რომ მზიანი დღეა და გაიხედავ და მართლაც მზიანი დღეა და ამას აღიარებ იქნები რუსი ან რუსი პროპაგანდისტი.
მძიმე პროფესიული მდგომარეობა აქვთ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტებს. ისინი პროფესიულ ეთიკას არ ცნობენ და მხოლოდ მათი პატრონების დაკვეთილ პოლიტიკურ ნარატივებს აჟღერებენ და საკუთარ ბაბლს მხოლოდ პოლიტიკურად მომწამლავ ინფორმაციას სთავაზობენ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.