ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა ერთი პირი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2903-ს მიაღწია, ბოლო ერთ დღეში კი 107 დადასტურებული შემთხვევაა.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, სულ 28 ლეტალური შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 176 პაციენტი მკურნალობს, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 43-ის საშუალო სიმძიმის არის.

სოხუმის საავადმყოფოში 30 პაციენტია, გაგრის -14, ოჩამჩირის 27.

სულ ვირუსის დამარცხება 1197 პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები