ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი შეზღუდვები წესდება

ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი შეზღუდვები წესდება.
პოლონეთში – წითელი ზონები განისაზღვრა, სადაც სკოლები და სპორტული დარბაზები დაიხურება. მათ შორის მოექცა ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა;
იტალიაში – სამხრეთით კამპანიას რეგიონში, ქ. ნეაპოლის ჩათვლით, სკოლები დაიკეტეტება ორი კვირით, რადგან ქვეყანაში მასიური ტესტირების დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა;
ჩეხეთის რესპუბლიკაში – სკოლები და ბარები დაკეტილია, მაგრამ ინფექცია კვლავ სწრაფი ტემპით ვრცელდება. მთავრობამ განაცხადა, რომ პირველ საველე ჰოსპიტალს აშენებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის და უცხოეთში მომუშავე პოლონელ ექიმებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა;
გერმანიაში – ბარები და რესტორნები საღამოობით ჩვეულზე ადრე დაიკეტებიან მაღალი რისკის მქონე ადგილებში. ქვეყანაში 6 638 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ხუთშაბათს, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი დღიური ნიშნულია;
პორტუგალიაში – მთავრობამ განაცხადა, რომ თავყრილობები ხუთ ადამიანამდე იზღუდება ხუთშაბათიდან. ქორწილები და ნათლობები ნებადართული იქნება 50 ადამიანის მონაწილეობით, თუმცა უნივერსიტეტებში გართობის მიზნით შეკრებები იკრძალება;
კატალონიაში – გამოცხადდა, რომ ესპანეთის ამ რეგიონში რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. სპორტული დარბაზები და კულტურული ღონისძიებები 50 პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებენ, ხოლო მაღაზიები და დიდი სავაჭრო ცენტრები – 30 პროცენტიანი დატვირთვით;
ნიდერლანდებში – ყველა ბარი, რესტორანი და ყავის სახლი 14 ოქტომბრიდან დაიკეტა. გამონაკლისს მხოლოდ გატანის სერვისი წარმოადგენს. ოჯახებში სტუმრობა დღეში მაქსიმუმ სამ ადამიანამდეა ნებადართული;
რუსეთში – დედაქალაქ მოსკოვში ხალხის მობილობა იზღუდება, ხოლო ორშაბათიდან სკოლის ტერიტორიაზე სწავლა შეწყდება მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის (13-18 წელი).

წყარო – https://www.bbc.com/news/world-europe-54557549?fbclid=IwAR3l43ux04BRRveIa3admcdNYp3Rf1zLqadCUWwp-cu03ine3zhUjsAiXaA

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები