„რამდენიმე რაკეტა იელოსტოუნის მიმართულებით და ამერიკა აღარ იარსებებს“ – რუსეთის გაფრთხილება დასავლეთს

„ცერემონიებს არ დავიწყებთ. რამოდენიმე რაკეტა იელოსტოუნის მიმართულებით და ამერიკა აღარ იარსებებს“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე კონსტანტინე სივკოვი HATO -სა და ბუნდესვერის ერთობლივ სწავლებას, რომელზეც რუსეთთან შესაძლო ბირთვული ომის დეტალები დამუშავდა.

სივკოვის თქმით, რუსეთის განკარგულებაშია „Кальмар“-ის ტიპის წყალქვაშა ხომალდი, რომელიც 16 რაკეტითაა აუჭურვილი და თვითოეულ მათგანს სამიზნემდე 10 ბირთვული ქობინის მიტანა შეუძლია.

„ თუ ამ რაკეტებს გერმანიის მიმართულებით გავუშვებთ მისგან მხოლოდ რადიოაქტიული უდაბნო დარჩება“-განუცხადა რუსულ მედიას სივკოვმა. მისი თქმით,რუსეთი მკაცრი იქნება თუ დაინახავს, რომ მის და მისი მოკავშირეების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება.
რუსული მედიის ინფორმაციით, სივკოვს ეკუთვნის იდეა,რომელიც 210 მილიარდ დოლარად 200 მეგატონის სიმძლავრის თერმობირთვული რაკეტის შექმნას გულისხმობს. როგორც სივკოვი აცხადებს, მხოლოდ ასეთ რაკეტას შეუძლია კაცობრიობას კოსმოსიდან დიდი ასტეროიდის სახით წამოსული საფრთხე აარიდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები