გიორგი გახარია: უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლა, მაგრამ სადაც ეს შესაძლებელი არაა, მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში

“ჩვენ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება და, ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გაგრძელებულიყო სწავლა 19 ოქტომბრიდან, ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლა, მაგრამ იქ სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვამბობთ ადაპტაციასა და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალებები მიღებული იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტი სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც”, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები