ვის ეკუთვნის ცისფერი „მუსტანგი“ 1985 წლის ფოტოზე და როგორ აღმოჩნდა ის საბჭოთა თბილისში

1985 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გადაღებულმა ფოტომ რამდენიმე რამის გამო შეიძლება, მიიქციოს თქვენი ყურადღება: ერთი მიზეზი ის სიმწვანეა, რომელიც აუცილებლად მოგხვდებათ თვალში, მეორე – ყვითელკაბიანი ქალი, რომელიც, ალბათ, ოდრი ჰეპბერნს მოგაგონებთ და რომელსაც შემხვედრი ორი ქალი აკვირდება და მესამე – ცისფერი „ფორდ მუსტანგი“, რომელიც მარჯვნივ უხვევს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

სამწუხაროდ, ამ ქალის ვინაობა არ ვიცით, თუმცა შეგვიძლია, ცისფერი ავტომობილის ისტორიას მოგიყვეთ…

მოკლედ, ეს „ფორდ მუსტანგი“ ცნობილ და ყველაზე დიდ ქართველ ჩოგბურთელს, ალექსანდრე მეტრეველს ეკუთვნის. 1973 წელს მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც ჩეხოსლოვაკ იან კოდეშთან დამარცხდა. ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც უიმბლდონის ფინალში ითამაშა.

რაც შეეხება ავტომობილს, ის ამერიკელებმა ჩოგბურთელს ერთ-ერთ შეჯიბრზე აჩუქეს. რასაკვირველია, ალექსანდრე მეტრეველის ავტომობილი იმ დროს თბილისში არსებული ავტომობილებისგან ძალიან, ძალიან, ძალიან განსხვავდებოდა. როგორც თავად იხსენებს, ზღაპრული მანქანა გახლდათ, კონდიციონერითა და ავტომატური გადაცემათა კოლოფით… ასეთი ავტომობილი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელს საბჭოეთში სულ ორი იყო. ერთი მას ჰყავდა, ხოლო მეორე – მეორე ლეგენდარულ ქართველს, „ორერას“ ხელმძღვანელს, რობერტ ბარძიმაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები