თენგიზ ცერცვაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც “რემდესივირს“ ყველა მძიმე ავადმყოფისთვის გამოიყენებს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება საქართველოში, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება.

მისივე თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტს ყველა მძიმე ავადმყოფისთვის გამოიყენებს.

“რემდესივირზე“ საქმე მიდის ძალიან სწრაფი ტემპით წინ. სავარაუდოდ, იქნება 25 რიცხვისთვის, თუ უფრო ადრე არა და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ამერიკისა და ზოგიერთი წამყვანი რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, რომელიც ამ მედიკამენტს გამოიყენებს ყველა მძიმე ავადმყოფისათვის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები