ირაკლი კობახიძე: ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის

“ჩვენ დავასახელეთ, რეალურად, პრემიერმინისტრობის ერთადერთი ძლიერი კანდიდატი”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას პრემიერმინისტრობის კანდიდატების შესახებ.

„ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ, რეალურად, ერთადერთი ძლიერი, ღრსეული კანდიდატი პრემიერმინისტრობის და ეს არის არა მარტო პრემიერმინისტრობის კანდიდატი, არამედ ჩვენი ქვეყნისმომავალი პრემიერმინისტრი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაძლევს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ, 1 წელიწადში. ამის შემდეგ გვექნება ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიური განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები