ირაკლი ჩიქოვანი: მერაბ კოსტავას სახელი ასოცირდება სამშობლოს უანგარო სიყვარულთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავ ბრძოლასთან
“მერაბ კოსტავას სახელი ასოცირდება სამშობლოს უანგარო სიყვარულთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავ ბრძოლასთან”, – ამის შესახებ ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი შენგელიამ მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
,,მერაბ კოსტავას სახელი ასოცირდება სამშობლოს უანგარო სიყვარულთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავ ბრძოლასთან. ის ნებისმიერი თაობის ადამიანისთვის მისაბაძია თავისი განვლილი ცხოვრებითა და ღვაწლით.
მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს წინაშე განუსაზღვრელია, ისინი არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი ქვეყნისთვის, მისი მომავლისა და თავისუფლებისთვის!”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან დღეს 31 წელი გავიდა.