ცხინვალში მრავალპროფილური კოლეჯი კარანტინის გამო დაიხურა

ცხინვალში მრავალპროფილური კოლეჯი ორი კვირის ვადით კარანტინის რეჟიმზე გადავიდა.

როგორც ადგილობრივ მედიას კოლეჯის ე.წ. დირექტორმა, ლირა კოზაევამ განუცხადა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სასწავლო დაწესებულების სტუდენტების დიდი ნაწილი გრიპით არის დაავადებული.

მისი ინფორმაციით, კოლეჯში სულ 180 სტუდენტი სწავლობს, დღემდე სასწავლო პროცესს სტაბილურად 130-140 მათგანი ესწრებოდა, თუმცა, 9 ოქტომბერს ლექციებს მხოლოდ 48 სტუდენტი ესწრებოდა.

რაც შეეხება ე.წ. რესპუბლიკაში არსებულ კოვიდვითარებას, 16 ინფიცირებულს პნევმონია აღენიშნება.

15 სექტემბერს რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სულ 51 შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი 141 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები