“ქართული ოცნების” ლიდერები ადიგენის სოფელ ბენარაში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი – ირაკლი კობახიძე და ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში იმყოფებოდნენ, სადაც სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

სოფელ ბენარაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება, მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, ღია სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით, ლაბორატორია, ექიმის კაბინეტი. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სკოლის მშენებლობა 2021 წლის თებერვალში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები