აზერბაიჯანის საელჩოში დავით გარეჯის საქმეზე კომენტარი გაკეთდა

????????????????????????????????????

“აზერბაიჯანული მხარე არ მიიჩნევს თავს უფლებამოსილად, კომენტარი გააკეთოს იურიდიულ პროცესზე, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს უბრალოდ არაკორექტული იქნებოდა”, – ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა, ელდარ ბაირამოვმა განაცხადა.

„ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დავით გარეჯს უკავშირდება, უკვე გამოხატულია როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ისე – საკმაოდ მოკლე, კონკრეტულ და გასაგებ ტექსტში, რომელიც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი – ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები