თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირი“ საქართველოს თვის ბოლომდე ექნება
“მედიკამენტი – “რემდესივირი” ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტია, თუმცა, გადაჭარბებული მოლოდინები ნუ გვექნება”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტი საქართველოს თვის ბოლომდე ექნება.
“რემდესივირი ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტია, თუმცა, გადაჭარბებული მოლოდინები ნუ გვექნება, რადგან ცალკეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არ არის უებარი საშუალება, ეს არ არის განკურნების 100-პროცენტიანი გარანტია. უბრალოდ, სხვა მედიკამენტებს სჯობს და დაავადების მიმდინარეობას ამსუბუქებს, სიკვდილობას ამცირებს. “რემდესივირზე” მოლაპარაკებები მიმდინარეობს – დაახლოებით, ორ კვირაში, ამ თვის ბოლომდე საქართველოს ,,რემდესივირი,, ექნება. ამის შემდეგ საქართველოს ექნება ყველაფერი, რაც აქვს აშშ-ს, გერმანიას ან საფრანგეთს – უმაღლესი დონის მკურნალობა”, – განაცხადა ცერცვაძემ.