ომის სტატისტიკა – სომხეთისა და აზერბაიჯანის დანაკარგები 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით

გასულ კვირას სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მთიან ღარაბაღში შეწყდა, თუმცა, დროდადრო მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღევასა და მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების დაბომბვაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთს ომისათვის საჭირო ყველა რესურსით, ფაქტობრივად, რუსეთი უფასოდ ამარაგებს და სწორედ რუსეთს შეუძლია, სომხეთი კონფლიქტის სამართლიან გადაწყვეტაზე დაიყოლიოს. ალიევის თქმით, ორკვირიან სამხედრო დაპირისპირებაში სომხეთმა თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა დაკარგა. რეალურად როგორია მხარეთა დანაკარგები, ამის შესახებ ზუსტი და უტყუარი მონაცემების მოძიება საკმაოდ რთულია, თუმცა, უცხოელი ანალიტიკოსები და მედია მხარეთა ანგარიშებზე დაყრდნობით ასეთ მონაცემებს აქვეყნებს:

სომხების დანაკარგები

* 86 ტანკი (დანაკარგებში ითვლება როგორც განადგურებული, ასევე – მიტოვებული ტექნიკა), მათ შორის, 25 T-72A მოდელი, 5 T-72AV, 12 T-72B, 44 კი ამოუცნობი მოდელის T-72
* 8 ჯავშანტრანსპორტიორი, მათ შორის, 4 საბჭოთა MT-LB სერბული M-55 საზენიტო ქვემეხით, ხოლო 4 – MT-LB საბჭოთა ზუ-23-2 საზენიტო ქვემეხით
* 18 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 9 BMP-2 და 9 BMP-1
* 1 BTS-2 ტიპის საინჟინრო მანქანა
* 21 გასაწევი ქვემეხი, მათ შორის, 1 საბჭოთა KS-19, 14 ერთეული 122 მილიმეტრიანი დ-30 ჰაუბიცა, ხოლო 6 152 მილიმეტრიანი დ-20 ტიპის ჰაუბიცა
* 11 თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი, მათ შორის 7 ერთეული 122 მილიმეტრიანი 2ს1 “გვოზდიკა”, ხოლო 4 2ს3 “აკაცია”
* 25 ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი, მათ შორის 22 ბმ-21 “გრადი”, 2 ერთეული ჩინეთში წარმოებული შორ მანძილზე მოქმედი WM-80, ხოლო 1 რუსული TOS-1 “ბურატინო”
* 8 ერთეული ნაღმმტყორცნი, 2 60-მილიმეტრიანი, ხოლო 6 120-მილიმეტრიანი, ყველა სერბული წარმოების
* 16 საზენიტო რაკეტების გამშვები, მათ შორის 10 ერთეული 9K33 “ოსა”, 3 ერთეული საბჭოთა “სტრელა-10”, ერთი 9K12 “კუბ” სისტემა, ხოლო ორიც ს-300
* 6 ერთეული რადარი, მათ შორის, 2 19J6 (შედის ს-300 სისტემების კომპლექსში), 1 1S32 (შედის “კუბ” სისტემების კომპლექსში), 1 ცალი P-18 ტიპის რადარი, 2 ერთეულიც 36D6
* განადგურებულია ასევე უახლესი რუსული წარმოების დრონებთან ელექტრონულად ბრძოლის სისტემა “რეპელენტ-1”
* რაც შეეხება ავიაციაში დანაკარგებს, ჩამოგდებულია 1 სუ-25 მოიერიშე და რამდენიმე დრონი
* 159 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკა (დაუჯავშნავი), მათ შორის,სამხედრო სატვირთოები, ჯიპები, პიკაპები, ავტობუსები, მედევაკები.
* სტრატეგიული ობიექტებიდან, დასტურდება 8 ობიექტის განადგურება, მათ შორის, 2 სამხედრო ბაზის, 2 სამეთაურო პუნქტის, 3 იარაღის საწყობისა და ტექნიკური ბაზის, ასევე, მძიმედ დაზიანდა სტეპანაკერტის აეროპორტი.
* სომხურმა შენაერთებმა ასევე დაკარგეს დიდი რაოდენობით მსუბუქი შეიარაღება და ამუნიცია, მათ შორის, ახალი რუსული ტანკ-საწინააღმდეგო კომპლექსი “კორნეტები”, ასეთი ტსმრ აზერებაიჯანელებმა სულ 4 კომპლექსი ჩაიგდეს ხელში, რაკეტებთან ერთად.
* რაც შეეხება ცოცხალ ძალაში დანაკარგებს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰყავთ 429 დაღუპული. დაჭრილები, დაახლოებით, 1000-2000 ფარგლებში უნდა იყვნენ.
* დაიღუპა 22 მშვიდობიანი სომეხი მოქალაქე

აზერებაიჯანის დანაკარგები

* 21 ტანკი, მათ შორის, 3 ერთეული T-72A მოდელი, 6 ცალი T-72SIM-2 “ასლან”, 9 ერთეული უცნობი მოდელის T-72, 2 კი რუსული T-90S
* 16 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, მათ შორის 2 BMP-1, 11 BMP-2, 1 კი რუსული BMP-3
* 4 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორები, ყველა რუსული წარმოების BTR-82
* 1 IMR-2 ტიპის საინჟინრო მანქანა
* რაც შეეხება ავიაციაში დანაკარგებს, სულ აზერბაიჯანელებმა 20 ერთეული საფრენი აპარატი დაკარგეს, მათ შორის, 5 ერთეული უპილოტოებად გადაკეთებული AN-2, 1 ვერტმფრენი (Mi-8 ან Mi-17), 6 IAI Harop ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 1 Orbiter 1K უპილოტო, 8 ერთეული კი ამოუცნობი ტიპის უპილოტო.
* 11 ერთეული სამხედრო სატვირთოები, მათ შორის, რუსული “ურალები” და “კამაზები”, ასევე, ბელორუსული “მაზები”
* რაც შეეხება ცოცხალ ძალაში დანაკარგების, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულია 450 დან 500 მდე მებრძილი დაჭრილების რაოდენობა ასს აჭარბებს.
* კონფლიქტის შედეგად, დაიღუპა 41 აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი

რაც შეეხება მხარეთა არსებულ სამხედრო რესურს – ის ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანი

თავდაცვის ბიუჯეტი -2.73 მილიარდი
ჯარისკაცები – 66 ათასი
ტანკები – 655
არტილერია -750
თვითმავალი არტილერია – 237
თვითმფრინავები -127
გამანადგურებელი თვითმფრინავები – 5
მოიერიშეები – 11
სარაკეტო არტილერია – 196
ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები -1 637

სომხეთი
თავდაცვის ბიუჯეტი – 0.5 მილიარდი
ჯარისკაცები – 45 ათასი
ტანკები – 529
არტილერია – 293
თვითმავალი არტილერია – 93
სარაკეტო არილერია – 105
თვითმფრინავები – 65
გამანადგურებელი თვითმფრინავები – 0
მოიერიშე თვითმფრინავები -13
ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა სდაბრძოლო მანქანები – 1000.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები