ყარაბაღში 100-ზე მეტი სირიელი მებრძოლია დაღუპული – სირიის მონიტორინგის ცენტრი
ყარაბაღში 107 სირიელი დაქირავებული მებრძოლია დაღუპული, – შესაბამის ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის სირიის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული მებრძოლების გადაბირება თურქეთმა მოახდინა, რასაც ასევე ადასტურებენ საერთაშორისო სამართლებრივი ორგანიზაციები.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.
10 ოქტომბრის 12:00 საათზე მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შედეგად, ძალაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შევიდა, თუმცა, შეთანხმება დღემდე ირღვევა.