სოზარ სუბარი: ჩემ მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები დღესაც გამოფენილია მესტიის მუზეუმში
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის საკუთარი პროფესიული არჩევანის შესახებ წერს. მისი თქმით, მან სკოლის პერიოდში გადაწყვეტილება მიიღო, გამხდარიყო არქეოლოგი.
“მეცხრე კლასში ვიყავი, ჭუბერში, არქეოლოგიურ ექსპედიციაში რომ დავიწყე მუშაობა და იმ ზაფხულმა განსაზღვრა ჩემი მომავალი – არქეოლოგობა გადავწყვიტე.
მართალია, უნივერსიტეტში ეთნოლოგიამ გამიტაცა, მაგრამ არც არქეოლოგობა მიმიტოვებია. მეხუთე კურსზე სახელმწიფო მუზეუმში დავიწყე მუშაობა, შემდეგი წელი კი სვანეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში გავატარე. ჩემ მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები დღესაც გამოფენილია მესტიის მუზეუმში”, – წერს სუბარი “ფეისბუქზე”.