კალაძე: არჩევნები ახლოვდება და შეიძლება, ბევრი სისულელე მოვისმინოთ

„დღეს გვაქვს ძალიან მოწესრიგებული, ძალიან მაგარი სივრცე და ამ ყველაფრის ფონზე ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, რაღაც გვირაბის პროექტი განხორციელდა. ჩვენ არ გვიკვირს ბოლო დღეების განმავლობაში ამ სიცრუეების ტირაჟირება და ცილისწამება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, იმის გამო, რომ არჩევნები ახლოვდება, შესაძლოა, საზოგადორებამ ბევრი სისულელე მოისმინოს.

” მით უმეტეს, არჩევნები ახლოვდება და შეიძლება, ბევრი სისულელე მოვისმინოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არანაირი გვირაბის პროექტი არ განხორციელებულა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. განხორციელდა ძალიან მაგარი პროექტი და ყველა, ვინც ისარგებლებს ამ ინფრასტრუქტურით, დარწმუნებული ვარ, შთაბეჭდილების ქვეშ იქნება. გვირაბები და გასაქცევი ვისაც ჰქონდა, ეს იმათ მოიკითხონ, ჩვენ არანაირად არ გვჭირდება არც გვირაბები და არც გასაქცევად გვაქვს საქმე. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება და ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები