ჯიოევი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ჩაშლის მიზეზსა და დამნაშავეს ასახელებს
ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც 6-7 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა.
“51-ე რაუნდი მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ, პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრა ვერ ჩატარდებოდა, რადგან დელეგაციები ჟენევაში ვერ ავიდოდნენ. იგივე მოხდა ოქტომბერში, ყველა დელეგაციას არ ჰქონდა ჩასვლის შესაძლებლობა და როდესაც დისკუსიებში თუნდაც ერთი დელეგაცია აკლია, რაუნდი ვერ შედგება. ამაში ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება იმიტომ, რომ ამაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებაა დამნაშავე”, – თქვა მან.
ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე წელს “სამხრეთოსურმა მხარემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ვიდეოკონფერენციები ბევრჯერ გაუმართავს”.
მისი თქმით, თუ ვითარება გამოსწორდება, მიმდინარე წელს მოესწრება 51-ე რაუნდის გამართვა და თუ არ იქნება ამის შესაძლებლობა, ის ვიდეოფორმატს სთავაზობს მხარეებს.