სოფელ კუმისში ,,თიბისის” მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა
გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში ფერმერმა ჯემალ ფალავანდიშვილმა რძის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. ,,თიბისის” მხარდაჭერით მშენებლობა პანდემიის პერიოდში დაიწყო, ფერმერი საწარმოს გახსნას ნოემბერში გეგმავს.
თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოში 5 ტონამდე რძე გადამუშავდება და პირველ ეტაპზე ორი სახეობის ყველი დამზადდება. ფერმერი ყველის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს.
„რძის გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთებამდერეალიზაციის პრობლემამ მიმიყვანა, რომელსაც მე პირადად ვაწყდებოდი. დაახლოებით, 20 წელია ამ საქმეს ვემსახურები, მაქვს ფერმა, სადაც 30 სული საქონელი მყავს და ხშირად მექმნებოდა რძის ჩაბარების პრობლემა. საწარმოს ამუშავებით, მე ვფიქრობ, ადგილობრივებსაც მოუგვარდებათ რძის რეალიზაციის პრობლემა და მომხმარებელს კი, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებულ პროდუქციას მივაწვდით,“ – ამბობს რძის საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორი ჯემალ ფალავანდიშვილი.
საწარმო რძეს მეზობელი სოფლების ფერმერებისგანაც შეიძენს. სამომავლოდ კი, დაგეგმილია წარმოების გაფართოება და პასტერიზებული რძის და ხაჭოს ნაწარმის გამოშვება.
R