იტალიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 31 იანვრამდე გახანგრძლივდა

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა.

​გარდა ამისა, ქვეყანაში პირბადის ტარება გახდა სავალდებულო, აღნიშნული წესის დარღვევა ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.

ამასთან, სამედიცინო ნიღბის ტარება სავალდებულო  დახურულ სივრცეებშიც იქნება.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში იტალიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება, თუმცა, მათი რიცხვი ევროპის სხვა ქვეყნების: საფრანგეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთისაზე დაბალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები