ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და მოსწონს, მაგალითად – გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს, როდესაც ასეთი ადამიანების დაძახილზე 5 000 კაცი გამოდის რუსთაველზე, ეს უნდა იყოს მათი ბედნიერების საფუძველი, არ ვიცი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი მაინც გაჰყვეს მათ
“როდესაც ასეთი ადამიანების დაძახილზე, როგორებიც არიან გვარამია, ვაშაძე, ჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილი, 5 000 კაცი გამოდის რუსთაველზე, ისინი ბედნიერები უნდა იყვნენ, ასეთი ადამიანების დაძახილზე 5 000 კაცი რომ გამოდის, ეს უნდა იყოს მათი ბედნიერების საფუძველი,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და რომელსაც მოსწონს, მაგალითად, გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს.
„არ ვიცი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი მაინც გაჰყვეს მათ, თუმცა ვხედავთ, რომ 5 000 ადამიანი გაჰყვა, რაც, თავისთავად, სამწუხაროა, თუმცა ისინი უნდა იყვნენ ბედნიერები ამ ყველაფრით. მთავარი ის არის, რომ ეს არის უმცირესობა, ეს აგრესიული უმცირესობა საბოლოო ჯამში ვერ აღწევს შედეგს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, ასეთ ადამიანებს რომ გაემარჯვათ. ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და რომელსაც მოსწონს, მაგალითად, გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა პატივისცემა უნდა გამოვხატოთ იმ ადამიანების უმრავლესობის მიმართ, იმ 5 000 კაცის უმრავლესობის მიმართ, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილნი, ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი, თუმცა ისინიც უნდა დაუბრუნდნენ იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, აქედან გამომდინარე ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი,”- აღნიშნა პრემიერმა.