საქართველოს სახალხო დამცველი რომში მიმდინარე ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მონაწილეობას იღებს რომში (იტალია) მიმდინარე ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თემაც იყო – „ომბუდსმენის როლი უფლებების დაცვაში ცვალებად სამყაროში“. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველთა აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება იტალიის ომბუდსმენთა კოორდინაციის პრეზიდენტის, იტალიის ომბუდსმენისა და ლაციოს რეგიონის ომბუდსმენის მარინო ფარდელის, ასევე ლაციოს რეგიონული საბჭოს ორგანიზებით იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენები, მედიატორები, ექსპერტები და ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებიან.
“კონფერენციის მიზანია ახალი გლობალური გამოწვევების პირობებში სამოქალაქო დაცვის,უფლებებისა და დემოკრატიული ინოვაციების განხილვა; ინსტიტუციური მედიაციის ევოლუციასა და საზედამხედველო ინსტიტუტების წინაშე არსებულ მომავალ გამოწვევებზე მსჯელობა და ერთმანეთისთვის საუკეთესო გამოცდილების და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების გაზიარება.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი იტალიის ომბუდსმენთა კოორდინაციის პრეზიდენტის, იტალიის ომბუდსმენს და ლაციოს რეგიონის ომბუდსმენს მარინო ფარდელის შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა,”- წერია ინფორმაციაში.