მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარას, 98 იმერეთს, 62 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით, კვლავ აჭარის რეგიონი ლიდერობს.

მისივე თქმით, აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

“საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 35 კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 33 მართვის სუნთქვაზეა, მათგან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.

აჭარა კვლავ ლიდერობს. 241 აჭარა, იმერეთში 98, თბილისში 62, სამეგრელო-ზემო სვანეთი 15, სამცხე-ჯავახეთი 9, გურიაში და შიდა ქართლში 7 ახალი შემთხვევაა, კახეთში 2, იმპორტირებულია 6 შემთხვევა”, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები