მარინა ენდელაძე: ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, მათ შორის 33 მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
“საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 35 კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 33 მართვის სუნთქვაზეა, მათგან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა”, – აღნიშნა ენდელაძემ.