მოგონებები ჯანსუღ ჩარკვიანზე – 1982 წელი – ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი 

“ეს დროც იყო… თბილისის 124-ე საშუალო სკოლა. 1982 წელი – ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი ჯანსულ ჩარკვიანმა ჩაგვიტარა. მახსოვს ემოცია და მახსოვს ეს ფოტო, რომელიც გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნდა, – წერს გაზეთ “ვერსიის” რედაქტორი მაკო ფურცელაძე სოცოალურ ქსელში და ჯანსულ ჩარკვიანს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც ფურცელაძე იხსენებს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სწორედ ისეთ ჯანსულს უსმენდა, როგორიც 80-90-იან წლებში უნდოდა, რომ ყოფილიყო. 

“ეს დროც იყო… თბილისის 124-ე საშუალო სკოლა. 1982 წელი – ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი ჯანსულ ჩარკვიანმა ჩაგვიტარა. მახსოვს ემოცია და მახსოვს ეს ფოტო, რომელიც გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნდა. მერე 80-იან წლებს 90-იანები მოჰყვა და ბატონი ჯანსუღიც უკვე პოლიტიკაში გავიცანი…  დღეს აღარ გავიხსენებ ჩვენს უთანხმოებებსა თუ ინტრიგებს, რომელიც პოლიტიკას ყოველთვის ახლავს და რომლის “მსხვეპლიც” ჩვენი ურთიერთობა აღმოჩნდა…

უბრალოდ, გავიხსენებ პოეტს, რომლის რამდენიმე ლექსი და უპირველესად “ჰიმნი თავისუფლებას” ამას მავალდებულებს… დღეს ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღეა და შემიძლია თამამად ვთქვა – სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სწორედ ისეთ ჯანსუღს ვუსმენდი, როგორიც მინდოდა 80-90-იან წლებში ყოფილიყო… თუმცა უფალმა განგვსაჯოს… “თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”, – წერს მაკო ფურცელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები