ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა არის მცირედი დადებითი დინამიკა.
“ჩვენს კლინიკაში 19 ადამიანი მკურნალობს. გუშინ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ორი მკურნალობს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. ერთ-ერთი მათგანი არის კრიტიკული, თუმცა არის მცირედი დადებითი დინამიკა”, – აღნიშნა ენდელაძემ.