მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 3072 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
“ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობას გადის 3072 პაციენტი. კრიტიკულად მძიმეა 28, აქედან 26 მართვით სუნთქვაზეა. 8 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი”, – აღნიშნა ენდელაძემ.