თორნიკე რიჟვაძე: მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ბოლო დღეებში განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საუბარი აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიურ ვითარებას შეეხო.

სექტემბრის თვეში, აჭარაში 415 კოვიდინფიციერბული პირი გამოჯანმრთელდა, დღეს ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად კოვიდსასტუმროებიდან და კოვიდკლინიკებიდან შესაბამისი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გაეწერა 400-ზე მეტი პირი.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით ვითარება არის რთული, თუმცა არის აბსოლუტურად მართვადი, ვინაიდან არც ერთი პაციენტი აჭარაში არ არის ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე.

,,აბსოლუტურად გავმართეთ როგორც ცხელი ხაზი, ასევე რეაგირების მექანიზმები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთეული არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ბოლო დღეებში ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას. ჩვენ მოგვიწია დროებითი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, თუმცა მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან და მადლობას ვუხდი მათ. ზუსტად ჩვენს ერთიანობაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად მალე დავასტაბილურებთ არსებულ მდგომარეობას”,  – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიმდინარეობს ინტენსიური მიზნობრივი ტესტირება და გარდა ამისა PCR ტესტირება ხორციელდება ბათუმის ორ პოლიკლინიკაში. PCR ტესტირება ასევე ტარდება ცხელების ცენტრებში, სტაციონარებში, სასაზღვრო პუნქტებზე, კარანტინებში.

რეგიონში მოსახლეობის მხრიდან მომატებული მომართვიანობიდან გამომდინარე, გაძლიერდა ცხელი ხაზი – 144.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები