ირაკლი ჩიქოვანი საფეხბურთო კლუბ ,,ოდიში 1919″-ს ესტუმრა – “თითოეულ ზუგდიდელს გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერის გამოჩენა ამ კლუბის მიმართ”

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო შტაბის უფროსთან, გიორგი შენგელიასთან ერთად საფეხბურთო კლუბ ,,ოდიში 1919″-ს ესტუმრა და ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძღვანლობას შეხვდა.

მისი თქმით, თითოეულმა ზუგდიდელმა უფრო მეტი მხარდაჭერა უნდ გამოიჩინოს ამ კლუბის მიმართ.

,,დღეს საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919″ მოვინახულეთ და ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და მენეჯმენტს შევხვდით. ამ კლუბს მხარს მუნიციპალიტეტი უჭერს. მუნიციპალიტეტი და ფეხბურთის ფედერაცია კლუბისთვის ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ თითოეულ ზუგდიდელს გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერის გამოჩენა ამ კლუბის მიმართ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი გავუკეთოთ კლუბს – შესაბამისად, დავდოთ უკეთესი შედეგები და დავიბრუნოთ ის წარმატება, რომელიც ზუგდიდს ფეხბურთთან მიმართებით ჰქონდა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები