ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე საკრებულოს წევრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას – „ბოლო ცეკვა-თამაშს” დაესწრო, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარემ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები, წინსვლა და ოცნებების ასრულება უსურვა. მან მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს გაწეული შრომისა და ახალგაზრდების ღირსეულად აღზრდისთვის.
“ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია – „ახალი ცხოვრების გზაზეც ისეთივე მონდომებითა და წარმატებით გააგრძელებენ წინსვლას, როგორც სკოლის წლებში”.
კურსდამთავრებულებმა სტუმრებს მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს, რამაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები,”- წერია ინფორმაციაში.