მარინა ენდელაძე: ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით კვლავ აჭარა ლიდერობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით კვლავ აჭარა ლიდერობს.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან 62 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
“ქვეყანაში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ისევ აჭარა ლიდერობს. ახალი შემთხვევებიდან – 164 აჭარას, 34 თბილისს, 22 იმერეთს უკავშირდება და აქედან 15-ია ქუთაისის შემთხვევა, სამი წყალტუბოსი, თერჯოლასა და საჩხერეშია თითო პაციენტი, ბაღდათში გამოვლინდა ორი ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში 1, მარნეულში 1, მცხეთაში 1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა”, – აღნიშნა ენდელაძემ.