“გაკვირვებულები ვართ ტვ „პირველის” ეთერში გასული ანონსის შინაარსით – ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს” – კომპანია PHARMIN- ი განცხადებას ავრცელებს

„გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ანონსის შინაარსით. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა”,- ამ სიტყვებით ეხმაურება კომპანია PHARMIN-ი ტელეკომპანია „პირველის” ეთერში გასულ ანონსს, რომლის თანახმად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, PHARMIN-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა.

„გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN”-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა.

PHARMIN-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა. კომპანია ოპერირებს ურუგვაიში, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის დაცვით. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ PHARMIN-ის პროდუქცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება”,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები