ირაკლი ჩიქოვანი: ქართულ ავიაციას და თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს წარმატებას ვუსურვებ

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ქართული ავიაციის 28-ე წლისთავს ეხმიანება და სამხედრო ავიაციის მოსამსახურეებს ამ დღეს  ულოცავს.
“დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეა. საჰაერო სივრცე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეს საქართველოს სრულად მოდერნიზებული თავდაცვის სისტემა აქვს. მომზადდა 10-წლიანი განვითარების გეგმა, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული საავიაციო პარკი ეყოლება.
ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.
​სამხედრო ავიაციის ყველა მოსამსახურეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს!” – წერს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები