კახა კალაძე: არ არის შემთხვევითი, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება

ქუთაისი თავის თავში უამრავ საგანძურს იტევს, რაზეც ძალიან დიდი ხანი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა პირადად ჩემთვის ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სულის და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა.

კალაძის თქმით, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება

„ამისთვის შორეულ ისტორიაში რომ არ წავიდეთ, საკმარისია გალაკტიონისა და „ცისფერყანწელების“ ამ დიდი ადამიანების მოღვაწეობა გავიხსენოთ, რომლებიც აქ, ამ ქუჩებში დააბიჯებნენ, ჩვენი მშობლების, ბებიების, ბაბუების გვერდით სწავლობდნენ, მათთან ერთად იზრდებოდნენ, ემზადებოდნენ საქართველოს ისტორიაში საკუთარი სახელების ოქროს ასოებით ჩაწერისათვის.

ამ ფონზე, მითუმეტეს იმ გათვალისწინებით, რომ სწორედ აქ მდებარეობდა ჩვენი ერისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, გელათის აკადემია, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მის ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. ბუნებრივია ასეთი პროექტების განხორციელება არ მხოლოდ ქუთაისისთვის, არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას იმ პოტენციალის ბოლომდე ათვისების, რაც ამ ქალაქს გააჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები