“საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები სწორი და შესაბამისობაშია იმ საერთაშორისო გამოწვევებთან, რომლებიც COVID -19 – დან მომდინარეობს”

​“საქართველომ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა გაუმჯობესდა და 2019 წლის ანგარიშთან შედარებით ერთი საფეხურით დაწინაურდა, მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო რეგიონში უცვლელად იკავებს პირველ ადგილს”, – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ.

„ბოლო პერიოდის საერთაშორისო აღიარებებიდან შეიძლება, გამოვყოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის საქართველოს საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებული დადებითი ანგარიშში და პოზიტიური შეფასება და Fitch-სა და S&P-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების მრავალი საერთაშორისო შეზღუდვების მიუხედავად უცვლელად დატოვა. მსგავსი ფაქტები არის დასტური იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები არის სწორი და დროში კარგად განსაზღვრული, რომელიც არის შესაბამისობაში იმ საერთაშორისო გამოწვევებთან, რომელიც მომდინარეობს COVID -19 – დან”, – განაცხადა ექსპერტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები