დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე სასწავლო პროცესის გადადება კერძო სკოლებსაც ეხებათ

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე სასწავლო პროცესის გადადება კერძო სკოლებსაც ეხებათ.

„ეს ეხება ყველას, მათ შორის, კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით შესაბამის პროტოკოლს ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები გააკეთებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში  – პირველი ოქტომბრიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები