სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 26 991 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 180 517 ლარი შეადგინა
სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 26 991 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 180 517 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
“საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.
ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.
11 სექტემბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 26 991 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 180 517 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება”, – ნათქვამია საქართველოს მელიორაციის ინფორმაციაში.