ანა მიქელაძე: ახალი რეგულაციებით, აკრძალულია ისეთი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა, რომელიც პარტიის მიერ ბოლო საერთო არჩევნებზე იყო დანიშნული
“ნიშანდობლივია, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია ისეთი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა, რომელიც პარტიის მიერ იყო დანიშნული ბოლო საერთო არჩევნებზე”, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკო-ს განცხადების სპეციალური ფორმა აქვს შემუშავებული.
“ნიშანდობლივია, რომ, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია ისეთი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა, რომელიც პარტიის მიერ იყო დანიშნული ბოლო საერთო არჩევნებზე. სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ცესკო-მ შეიმუშავა განცხადების სპეციალური ფორმა, სადაც, ახალი რეგულაციების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კონკურსანტთა სიის გაცნობისას ვალდებულია განაცხადოს კონკურსანტთა შორის ოჯახის წევრის არსებობის თაობაზე და არ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების მაღალი სტანდარტით შესრულების მიზნით, ცესკო-მ შეიმუშავა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შესთავაზა სპეციალური ფორმა, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები უკვე ხელმოწერით ადასტურებენ ზემოაღნიშნული კანონის დაცვის შესახებ თანხმობას. დღეის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიის 876 წევრიდან, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა კომისიის 65-მა წევრმა აღნიშნულ ხელწერილზე ხელის მოწერის შესახებ განაცხადა უარი“, – განაცხადა მიქელაძემ.